19:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 17:28:57, 1612 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: არასდროს ყოფილა საქართველო ისე ახლოს ევროკავშირთან, როგორც დღეს

საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს უნიკალური გაერთიანება მშვიდობასა და დემოკრატიას უზრუნველყოფს.

"ევროკავშირის ეს არის უნიკალური გაერთიანება, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, თითოეული მისი მოქალაქის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიის უპირატესობა. ის არის უნიკალური თავისი პერიოდით და განვითარებით. არასდროს არ ყოფილა საქართველო ისე ახლოს ევროკავშირთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ყველა სხვა მიმართულებით, როგორც დღეს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ცნობისთვის, რიყის პარკში დღეს დილიდან ევროპის დღეები იმართება. პარკში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები ტარდება. ევროპის დღეები მოსახლეობას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემაც მიულოცა. ღონისძიებებს მინისტრთა კაბბინეტის სხვა წევრებიც ესწრებიან.

19:00 საათზე რიყის პარკში ნინო ქათამაძის და გერმანული Voice-ის გამარჯვებულის, ნათია თოდუას კონცერტი გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics