|
2026-06-24 18:42:17, 1798 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
საქართველოს ბანკი საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებისთვის პარტნიორ კომპანიებთან ერთად, სპეციალურ შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, ბანკი, Galleria Tbilisi-სთან ერთად მომხმარებლებს დამატებითი MR ქულების დაგროვების შესაძლებლობას აძლევს. შეთავაზების ფარგლებში, 26-28 ივნისს, Galleria Tbilisi-ში შოპინგისას საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ. (დაგროვებული ქულების მაქსიმალური ოდენობა 10 000 MR ქულაა) აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია შეთავაზების წინასწარ გააქტიურება საქართველოს ბანკის მობილბანკში და გადახდის განხორციელება საქართველოს ბანკის ტერმინალზე. შეთავაზება ვრცელდება Galleria Tbilisi-ში წარმოდგენილ არაერთ ბრენდზე, მათ შორის: ინფორმაციისთვის, Galleria Tbilisi მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელიც პრემიუმ და საერთაშორისო ბრენდებს, კვების ობიექტებს, გასართობ სივრცეებსა და მრავალფეროვან მაღაზიებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ დაგროვებული MR ქულების გამოყენება მომხმარებლებს სხვადასხვა სარგებლის მისაღებად შეუძლიათ. მათ შორის, დაგროვებული MR ქულების PLUS ქულებში გადაცვლაა შესაძლებელი. (1 MR = 3 PLUS ქულას.) ასე რომ, თუ PLUS-ის დაბადების დღისთვის მეტი ქულის დაგროვება გსურთ, Galleria Tbilisi-ში შოპინგი ამისთვის კარგი შესაძლებლობაა. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საკრედიტო Amex ბარათი, ახლა მისი მიღება კიდევ უფრო მარტივია. საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, 30 ივნისის ჩათვლით, ციფრული საკრედიტო Amex ბარათის პირველი წლის საკომისიო 0₾-ია (ეფექტური ლარში 23.8%-დან). ბარათის მიღება სრულად ციფრულად, მობილბანკიდან, რამდენიმე წამშია შესაძლებელი. დამტკიცებისთანავე შესაძლებელია მისი დამატება Apple Pay-სა და Google Pay-ში და გადახდის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)