09:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 11:49:25, 1729 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ შეუერთდა უვიზო მიმოსვლის საინფორმაციო კამპანიას - „ევროპა სახლია“

2017 წლის 9 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" ორგანიზებით დაიწყო უვიზო მიმოსვლის რეგიონული საინფორმაციო კამპანია „ევროპა სახლია".

კამპანიის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, „ღია საზოგადოების ფონდები", სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და  ლიბერთი ბანკი.

თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი ხელს შეუწყობს „სიდას" მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალების გავრცელებას საქართველოს მასშტაბით თავის სერვის ცენტრებში.  მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის თაობაზე   მნიშვნელოვან ინფორმაციას  მიიღებენ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics