|
2026-06-25 09:06:48, 1280 ნახვა
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. „ამჟამად ჩვენ ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად“, - განაცხადა როდრიგესმა ტელევიზიით გადაცემულ მიმართვაში. როდრიგესმა, ციფრების დასახელების გარეშე, დაადასტურა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა და სამძიმარი გამოუცხადა მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. დროებითი პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მთავარი აეროპორტი, მაიკეტია, დაკეტილია ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო. დაღუპულთა და დაშავებულთა ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. სოციალურ მედიაში გავრცელებული მრავალი სურათი ასახავს შენობებისა და ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან ნგრევას მთელ ვენესუელაში, მათ შორის კარაკასში. როგორც ამბობენ, ვენესუელას ხელისუფლება რეაგირებს ძლიერი მიწისძვრის შედეგებზე, რომელიც იგრძნობოდა მთელ ქვეყანაში, მათ შორის იარაკუიში, ლარაში, მერიდაში, არაგუაში, კარაბობოში, ლა გუაირასა და მირანდაში, ასევე დედაქალაქის რაიონში. მიწისძვრა კარაკასის ჩრდილო-დასავლეთით ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 6:00 საათის შემდეგ მოხდა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) დააფიქსირა ბიძგების ორი სერია - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებული გეოფიზიკური სამსახურის ალტაი-საიანის ფილიალმა მიწისძვრის სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდად შეაფასა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის გამო განგაშის წითელი დონე გამოაცხადა, რაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლისა და მასშტაბური ნგრევის ალბათობაზე მიუთითებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)