19:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 18:07:49, 2168 ნახვა

სამართალი
პროკურორი: არსებული მტკიცებულებებით, ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ახმედ ჩატევთან ოთხივეს კავშირი დასტურდება

პროკურორ ელიბზარ გოზალიშვილის განცხადებით, 25 დეკემბერს სპეცოპერაციისას დაკავებული პირების საქმეში არებობს მოწმეთა ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულებები და დაოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც ოთხივე ბრალდებულის ტერორისტულ ორგანიზაციასთან და უშუალოდ ახმედ ჩატაევთან კავშირი დასტურდება.

„მოცემულ საქმეში არის მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ოთხივეს კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან, მათ შორის ახმედ ჩატაევთან“, - აღნიშნა პროკურორმა.

სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics