14:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 23:58:07, 2468 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კენჭს ხვალ, რიგგარეშე სესიაზე უყრის

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე ხვალ, რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს.

სესიის გამართვასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება, ბიუროს წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო.

მისი განცხადებით, პარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე, პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე, განკარგულება გამოსცა, რომლის მთავარ განსახილველ საკითხს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება წარმოადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს რიგგარეშე სესიის ფარგლებში განსახილველი საკითხების რიგითობა გააცნო. როგორც სხდომაზე აღინიშნა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომებზე კანონმდებლები 75 კანონპროექტს განიხილავენ.

რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა მუშაობას  ხვალ, 21 დეკემბერს, 12 საათიდან შეუდგება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 19-ს კი ეძებენ
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics