16:04 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-10 14:53:47, 266 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთმა რუსეთს პირველად მისცა მტკიცე, ულტიმატუმის მსგავსი გაფრთხილება ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე ნებისმიერი განხილვის წინააღმდეგ. 

ამ ფორმით ჩინეთის ჩარევის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ანკარაში გამართულ ნატოს სამიტზე ევროპელი ლიდერებისგან შეიტყო, სადაც მათ „ომის დასრულებაში ჩინეთის როლზე“ ისაუბრეს. ზელენსკიმ ეს თემა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც განიხილა, თუმცა ამ საუბრის შინაარსის გასაჯაროება არ ისურვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ არა მხოლოდ ევროპა, არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ჩინეთიც რეაგირებს. მეჩვენება, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ ასე მკაფიოდ და მტკიცედ უპასუხეს - როგორც მე მითხრეს, ულტიმატუმის ფორმით - რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ არავითარი საუბარი არ დაიშვება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

გასულ თვეში, პარტიის “სოციალური უსაფრთხოება” წარმომადგენელი ვიკტორ პეროვი, სანკტ პეტერბურგში სიტყვით გამოსვლისას პუტინს მიმართავდა და უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივაზე საუბრობდა. უკრაინის აგრესიაზე რუსული ნარატივის გამეორებისას, მან თანამდებობის პირებს მოუწოდა, პუტინისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების მოთხოვნით მიემართათ. მისი აზრით, ამ გზით რუსეთი შეძლებს უკრაინას აიძულოს რუსეთისთვის სასარგებლო სამშვიდობო გარიგებებზე დათანხმება. პეროვის გამოსვლისას, როდესაც მან ბირთვული ძალა ახსენა, მიკროფონი გამოირთო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ნავთლუღში მდებარე ისტორიული შენობის ე.წ. სილოს დემონტაჟი და ნგრევა დაიწყო
სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics