14:58 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 11:44:54, 1820 ნახვა

საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მაღალი რისკის სურსათის - ხორცის და რძის პროდუქტების  სექციებზე.

„მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება და მიკვლევადობა. ამჯერად გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი, რომელთაგანაც ორს  კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი  შეუჩერდა  და 1000 ლარით დაჯარიმდა.

მიმდინარე წელს საქართველოს აგრარულ ბაზრებში 161 ბიზნესოპერატორის ინსპექტირება განხორციელდა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 200-ზე მეტი ობიექტი, დაჯარიმდა 53, რომელთაგანაც 4 - რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, ხოლო 18 ბიზნესოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. შეუსაბამობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებს მიეცათ შესაბამისი მითითებები და უმეტესობას აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ საქმიანობის უფლება აღუდგა.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აგრარული ბაზრების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც  მიზნად ისახავს  მომხმარებელთა ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშის აღება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 19-ს კი ეძებენ
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics