14:59 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 11:22:47, 1775 ნახვა

საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში სატუმბი სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

სამცხე-ჯავახეთში სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში   სრული  რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატუმბ სადგურს, შეიცვალა 6 ერთეული ფარი, გაკეთდა 4 ერთეული ახალი ტუმბო აგრეგატი, ასევე, გარემონტდა წყალაღების კვანძი.

მიმდინარე  სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის 3 სოფლის - დილისკას, პტენასა და ჩუნჩხას 1384  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფის რეჟიმი. 

პროექტს   შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

მისი  ღირებულება 550 000 ლარს შეადგენს.

2014 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  14 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი  6741 ჰექტრამდე გაიზარდა.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 19-ს კი ეძებენ
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics