18:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 17:39:41, 2288 ნახვა

პოლიტიკა
თარაშ შურღაია დიღმის მასივში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი თარაშ შურღაია დიღმის მასივში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

კანდიდატის განცხადებით, ჩაჩავას N88-ში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, უახლოეს მომავალში დასრულდება საცხოვრებლის გაზიფიცირება. აღნიშნულ ფართებში მცხოვრებ დევნილებს, საკუთარი გადაწყვეტილებით შეეძლებათ მიიღონ საკუთრების უფლება ან 2020 წლამდე დაკმაყოფილდნენ ახალი საცხოვრებელი ფართებით.

თარაშ შურღია, ასევე, მესამე პროფილაქტიკურ ცენტრში და ჭიაურელის N2-ში შესახლებულ დევნილებს შეხვდა.

მისი თქმით, ცენტრში მცხოვრები ოჯახები 2020 წლამდე დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართებით.  

ადგილობრივმა მოსახლეობამ თარაშ შურღაიას ბოლო სამი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics