17:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-09 16:31:48, 323 ნახვა

პოლიტიკა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება

ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში Concorso Cineasti del Presente  უტა ბერიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა შედგება.

უტა ბერიას ახალი ფილმი სამი ქვეყნის - საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმის პროდიუსერი ქართული კომპანია „1991 ფროდაქშენსი“ არის, რომელსაც ფრანგული “Tripode Productions” და გერმანული “70 Steps” შეუერთდა.

ფილმის სინოფსისი

16 წლის ელენე, მამასთან და ბებიასთან ერთად დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ელენეს მშობლები გაშორებულები არიან. თბილისში გადაცხოვრებულ დედასთან ელენეს ურთიერთობა არ აქვს, რადგან ოჯახის მიტოვებას ვერ პატიობს მას. ბებია ფიქრობს რომ ელენე თვითდესტრუქციისკენ არის მიდრეკილი, დარწმუნებულია რომ მოზარდისთვის დედის ნახვა და მასთან ურთიერთობის აღდგენა სასარგებლო იქნება, ამიტომ გადაწყვეტს შეუერთდნენ მეზობლებს, რომლებიც თბილისში საპროტესტო აქციაზე მიდიან და იქ ფარულად შეახვედროს დედა-შვილი ერთმანეთს.

აქცია რომელზეც ელენე, ბებია და მისი მეზობლები აღმოჩნდებიან აერთიანებს საქართველოს უახლესი ისტორიიდან სხვადასხვა სამოქალაქო დემონსტრაციების დროს განვითარებულ რეალურ მოვლენებს. ელენეს სპეცრაზმელი მამა, თანამშრომლებთან ერთად, აქციაზეა მობილიზებული და არ იცის რომ დემონსტრანტებს შორის, რომელთა დარბევის ბრძანებასაც ელოდება, არიან მისი ოჯახის წევრებიც.

  • ფილმში მთავარი როლის შემსრულებლები: მზია არაბული, ტაისია ერაძე, კატო კალატოზიშვილი, გაგა შიშინაშვილი და ბორის ანდრონიკაშვილი არიან. 

ცოტა რამე რეჟისორის შესახებ: 

რეჟისორი უტა ბერია, დაიბადა 1987 წლის 20 ოქტომბერს. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე სარეჟისორო ფაკულტეტი და მიღებული აქვს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი კინოდრამატურგიაში 2012 წელს. უტა ბერია არის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ბოლო გასეირენება“ სცანრის თანაავტორი, (2011, რეჟისორი ზაზა ურუშაძე). უტა ბერიას სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ნამუშევრის “უარყოფითი რიცხვები” ჩვენება შედგა რომის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალზე (2019). ფილმს მოპოვებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის ევროკავშირის პრიზი “ადამიანთა უფლებელი კინოში” რომელიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გადაეცა 2019 წელს. “ცრემლსადენი გაზი” უტა ბერიას მეორე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომლის სცენარის ავტორი თავად არის და რომლის იდეაც 2019 წლის 20 ივნისს აქციაზე ყოფნის დროს დაებადა.

საპროდიუსერო კომპანია:

1991 PRODUCTIONS 2017 წელს დაფუძნებული კინო საპროდიუსერო კომპანიაა, ნინო ჩიჩუას და ანა ხაზარაძის მიერ. კომპანიის ფილმებია ლევან აკინის მხატვრული ფილმი „გზაჯვარედინზე“ (Crossing), რომელმაც 2024 წელს გახსნა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის Panorama სექცია და Teddy Jury Award მოიპოვა. ქეთევან ვაშაღაშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ცხრათვიანი კონტრაქტი“ (9-Month Contract, 2025) მსოფლიო პრემიერა გაიმართა CPH:DOX-ზე, სადაც ფილმი ადამიანის უფლებების ჯილდოთი დაჯილდოვდა. კომპანიის სხვა ნამუშევრებს შორისაა „ღიმილიანი საქართველო“ (Smiling Georgia), რომლის პრემიერაც 2023 წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, და „დიდება დედოფალს“ (Glory to the Queen), რომელმაც 2021 წელს საქართველოში საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო მოიპოვა.

კომპანიის უახლესი ნამუშევარია, უტა ბერიას მხატვრული ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ (Tear Gas), რომელიც მსოფლიო პრემიერას 2026 წელს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის Cineasti del Presente სექციაში გამართავს. 2026 წელს 1991 PRODUCTIONS-მა საქმიანობა გაერთიანებულ სამეფოშიც დაიწყო და დააფუძნა კომპანიის ბრიტანული ფილიალი. კომპანია აგრძელებს საერთაშორისო მოღვაწეობას და ერთგული რჩება რეჟისორებთან მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობის პრინციპისა და ქმნის ფილმებს, რომლებიც გეოგრაფიულ და კულტურულ საზღვრებს სცდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics