16:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 12:32:21, 1857 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი უნგრეთის ახალ ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, უნგრეთსა და საქართველოს აქვს პოტენციალი წარმატებით ითანამშრომლონ არაერთი და, მათ შორის, აგრარული მიმართულებით.  

ლევან დავითაშვილმა ელჩს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები და დღეისათვის დარგში არსებული მდგომარეობა გააცნო. მინისტრმა  განსაკუთრებული ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა.

ვიქტორია ჰორვატმა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრა. 

სოფლის მეურეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველის მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics