|
2017-10-05 11:31:41, 1750 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ჩერქეზიშვილმა ტალინში ელექტრონული პარტნიორობის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ტალინში ესტონეთის რესპუბლიკის ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ელექტრონული პარტნიორობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა. უწყების ინფორმაციით, კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მათ შორის კიბერუსაფრთხოების და ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხები განიხილეს. გიორგი ჩერქეზიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს მიღწევებზე, ასევე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად კიბერუსაფრთხოების რისკების გაზრდის საშიშროებებზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობადიდ ყურადღებას აქცევს კიბერუსაფრთხოების საკითხს,რომლის უზრუნველსაყოფად ეფექტურად განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები.მნიშვნელოვანია, რომ ITU-ს 2017 წლის გლობალური კიბერუსაფთხოების ინდექსით საქართველო მე-8 ადგილს იკავებს. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ელექტრონული მთავრობის მომსახურებების განვითარების საკითხებზე, რომლის შედეგადაც სამთავრობო უწყებებმა დანერგეს ელექტრონული სერვისები მოქალაქეთა მომსახურების გამარტივების და კომფორტისთვის. გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა ევროკაშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ბაზრების ჰარმონიზების ხელშეწყობა, მეორე სამუშაო შეხვედრა (“EU4Digital: Trust & Security”) თბილისში მიმდინარე წლის 2-3 ნოემბერს გაიმართება.
(NS)
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)