|
2015-04-28 13:26:31, 632 ნახვა
საზოგადოება
განათლების მინისტრის მოადგილე აქციის მონაწილეებს შეხვდა
განათლების მინისტრის მოადგილე გია შარვაშიძე უწყებასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდა. მან აქციის ერთ-ერთ წევრს კობა სუბელიანს და მედიის წარმომადგენლებს მინისტრთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა ამას მშობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებდნენ, რომ მინისტრთან თავად სურდათ შეხვედრა. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილესა და მშობელთა საინიციატივო ჯგუფს შორის სკოლაში შესასვლელი ბავშვის ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართა. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ მათმა ბავშვმა ბაღი დაამთავრა, მოსამზადებელი პერიოდი გაიარა, თუმცა სკოლაში შესვლას ვერ ახერხებს, რადგან ექვსი წელი 10 – 15 სექტემბერს უსრულდება. როგორც მათ მინისტრის მოადგილემ უპასუხა, ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგს შეახვედრებს და მათ პასუხებს ის გასცემს. „რა გარანტია გაქვთ, რომ ბავშვს აქვს სასკოლო მზაობა? ჩვენ ვზრუნავთ ბავშვის უფლებებზე“,- აღნიშნა შერვაშიძემ. რაც შეეხება გარდამავალ პერიოდს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ყოველთვის იქნება. მიუხედავად მინისტრის მოადგილის შეთავაზებისა, კობა სუბელიანმა მინისტრთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და თამარ სანიკიძე მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)