|
2026-06-11 11:12:22, 1581 ნახვა
ეკონომიკა
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
19-20-21 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2026-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს. თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, წელსაც GTWT-ს მთავარი სპონსორია. გვჯერა, ვქმნით ინოვაციას - სწორედ, ამიტომ ვუჭერთ მხარს წამოწყებებს, სადაც ახალი იდეები, ტექნოლოგიები და შესაძლებლობები იბადება. 200-ზე მეტი სპიკერი, 300-ზე მეტი ინვესტორი, 10 ათასზე მეტი სტუმარი - ეს არის შეხვედრების, ლექციების, ვორქშოფების, კონფერენციებისა და კულტურული ღონისძიებების სერია, სადაც თავს მოიყრიან მსოფლიოს წამყვანი ტექ პროფესიონალები. Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი მისიაა, გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი და ერთად აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ღონისძიების მასშტაბურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აქტივობები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე ჩატარდება. 20 ივნისს კი, მთავარი ღონისძიება Factory Tbilisi-ში გაიმართება, სადაც 5 სცენა და არაერთი საინტერესო ამბავი დაგხვდებათ. Google, Apple, Revolut, Nike, Fuckup Nights - ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელთა წარმომადგენლებსაც გლობალ ტექ ვიქენდის სცენებზე შეხვდებით. სპიკერებს შორის, რა თქმა უნდა, იქნებიან თიბისელები: არჩილ ვარდიძე - თიბისის დიზაინის მთავარი ოფიცერი; Global Tech Weekend Tbilisi 2026-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს და სურს, ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების მოსმენისა და გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ბილეთების შესაძენად, ისარგებლეთ
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)