|
2015-04-24 16:18:31, 642 ნახვა
საზოგადოება
დავით ბაქრაძემ ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გამართა
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ საჯარო ლექცია „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ გამართა. ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (CSS) საჯარო ლექციათა ციკლის - „საქართველოს ევროპული არჩევანი“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ევროინტეგრაციის თემით დაინტერესებული პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და მისივე შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესზე გაამახვილა. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში მიმდინარე რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მნიშვნელობას და შეხვედრის მონაწილეებს მთავრობის მიერ შემუშავებული კომუნიკაციის სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ინფორმაცია მიაწოდა. „მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა მსგავსი შეხვედრა მოაწყო. ლექციაზე ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ასოციერების დიდი და მრავლისმომცველი დოკუმენტის შესრულების მიმდინარეობაზე, საუბარი შეეხო ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხებსაც. საზოგადოებასთან ამ ფორმით კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე სათანადო რეაგირება. ჩვენ ვაგრძელებთ ინფორმაციის სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც ვმართავთ მსგავს შეხვედრებს. ჩვენი პარტნიორები არიან სწორედ არასამთავრობო სექტორი, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, მოსწავლეები, რომლებიც ენთუაზიაზმით ყოველთვის მხარს უჭერდნენ მსგავს საინფორმაციო აქციებს. მალე ევროპის დღეები მოდის და ჩვენ კიდევ უფრო აქტიური კამპანიისთვის ვემზადებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)