|
2017-03-24 18:02:34, 1419 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია გარემოვაჭრეებზე: მათ უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ
თბილისის მერია მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით და გაფრთხილებისამებრ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში წერია, ბაზრობების ასოციაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას დაუყოვნებლივ, შეღავათიანი პირობებით 6 თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს თითოეულ მათგანს. "გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გარემოვაჭრეებს როგორც ადრე, ისე ახლაც მიეცათ გაფრთხილება უკანონო საქმიანობის აღკვეთის თაობაზე, რასაც მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად, თბილისის მერია მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით და გაფრთხილებისამებრ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. ამასთან, ბაზრობების ასოციაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას დაუყოვნებლივ, შეღავათიანი პირობებით 6 თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს თითოეულ მათგანს. ბაზრობების დირექცია მეწარმეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის. რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიებს: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამოს მიმდებარე ტერიტორია, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნისა და სამგორის ბაზრობების ტერიტორიები. გარდა ზემოაღნიშნულისა, გვსურს მოვუწოდოთ ყველას, ნუ ეცდებიან თემით სპეკულირებას, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა უკანონო საქმიანობაა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთანაც, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება. ამასთან, აღსანიშნავია რომ უნებართვო გარევაჭრობის აკრძალვისა და ხელშეშლის მოთხოვნით თბილისის მერიას თითქმის ყოველდღიურად მომართავენ მოქალაქეები, როგორც ოფიციალური განცხადების, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით", - წერია განცხადებაში.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)