|
2026-07-02 14:26:25, 2374 ნახვა
პოლიტიკა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 7 ივნისს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქვეყნის დემოკრატიის სიმტკიცე და 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ სულისკვეთების სიცოცხლისუნარიანობა. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მოსახლეობამ მკაფიო არჩევანი გააკეთა კანონის უზენაესობის, რეფორმებისა და ევროკავშირთან მჭიდრო, პარტნიორობის სასარგებლოდ, ასევე, აღუთქვა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ამ მისწრაფებების ხელშესახებ შედეგებად ქცევაში. "სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, რეფორმებისკენ, მშვიდობისა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ. 7 ივნისს სომხეთის ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა - ხმა მისცა დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, რეფორმებსა და მშვიდობას, და აირჩია ევროკავშირთან ღია და ყოვლისმომცველი პარტნიორობა. ახლა ჩვენ ეს მისწრაფებები ხელშესახებ შედეგებად უნდა ვაქციოთ. ამ ძალისხმევაში შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ",- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. არჩევნების შედეგების მიხედვით, სომხეთის ახალ პარლამენტში სულ სამი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი. მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას - 64 მანდატს მოიპოვებს, ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ წარმოდგენილი იქნება 29 დეპუტატით, ხოლო ალიანსი „სომხეთი“ 12 მანდატს დაიკავებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)