23:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 13:38:26, 1456 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული გახდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული გახდება. 

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას, უწყება შემდეგი კვირიდან დაიწყებს. 

"სიების ანალიზმა გვაჩვენა, რომ შემოსავლის მიხედვით პირველი კატეგორია რომელთაც 40 ათას ლარზე მეტი ჰქონდა წელიწადში შემოსავალი, ისინი ოფიციალურად იხდიან მოგების გადასახადს, ასეთია 32 ათასი ადამიანი. მათგან 20 ათასი სარგებლობდა კერძო დაზღვევით, ხოლო 10 ათასს ჰქონდა მცდელობა ესარგებლა საყველთაოთი. თუმცა, მათ აქვთ ამის მატერიალური შესაძლებლობა და საყოველთაო ჯანდაცვის პოლისშიც ასე წერია. შესაბამისად, პირველი დიფერენცირება იქნება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე. რაც შეეხება დანარჩენ დიფერენცირებას და ახალი კომპონენტების გაჩენას მოწყვლადი ნაწილისთვის, როგორიცაა ამბულატორიული მედიკამენტის, ამ კვირის განმავლობაში გვექნება ძალიან დეტალური საინფორმაციო კამპანია და პირადად გავაცნობ საზოგადოებას ყველა ამ დეტალს", - აღნიშნა დავით სერეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics