|
2026-07-01 22:04:32, 3755 ნახვა
პოლიტიკა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
ევროკავშირი 200 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ერთად ნამდვილად შეგვიძლია ფურცელზე მშვიდობის რეალურ მშვიდობად გადაქცევა. ამიტომ ვმუშაობთ დღეს აქ ერთად. ამას ჩემს დღევანდელ პირველ პუნქტამდე მივყავარ - დაკავშირებადობით გვსურს მშვიდობის დამყარება. გლობალური კარიბჭის საინვესტიციო პროგრამა გვაქვს და ამ პროგრამით გრანტების ფორმით 200 მილიონ ევრომდე ინვესტიციას განვახორციელებთ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში სამხრეთ კავკასიაში. ამას 2 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციების მობილიზების პოტენციალი აქვს. პროექტი შეიძლება მოიცავდეს სარკინიგზო კავშირს ნახიჩევანში, ბაქოს პორტის განვითარებას. სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, რომელიც ევროპას კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)