16:40 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 10:34:10, 1211 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავენ

 „დადგენილების პროექტში ჩანაწერი დგება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი წარმოდგენილი უნდა იყოს საკონსტიტუციო კომისიაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობა გათვალისწინებულია“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან არასწორი ფორმატი იქნა შემოთავაზებული, რაც იყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ფორმატით იმ დადგენილებას დავამტკიცებთ, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება. ჩვენი ამოცანა, კონსტიტუციის დახვეწაა. თუ ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუცია არ დავხვეწოთ, შეგვიძლია, იმ არასწორ ფორმატს დავთანხმდეთ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან შემოთავაზებული იყო. ეს ჩვენი მიდგომა იყო, რომელიც მკაფიოდ განვმარტეთ“,-განაცხადა კობახიძემ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics