12:10 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 14:04:41, 1063 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალჯულეიდი ეწვევა

საქართველოს 2017 წელს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალჯულეიდი ეწვევა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი პარიზში ,,ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტის - OGP16  მონაწილეებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ესტონეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს კერსტი კალჯულეიდს შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანოობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებების მხარდაჭერისათვის და საქართველოში მოიწვია.

როგორც შეხვედრისას ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ესტონეთი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ურთიერთობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics