|
2026-07-02 11:15:38, 2395 ნახვა
პოლიტიკა
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, სამუშაო ვიზიტით რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ და სერგეი კირიენკომ სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ სექტორებში ერთობლივი პროექტების განხორციელება. "აფსნიპრესის" ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთ-რუსეთის საინვესტიციო პროგრამას შეღავათიანი სესხებისთვის და აპრილში AMEF 2026-ზე ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულებას. შეხვედრის ცალკე ნაწილი რესპუბლიკაში ტურისტული სეზონის დაწყებას დაეთმო. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები, დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, გააგრძელონ მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელება. ბადრა გუნბამ და რუსეთის საკოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა სერგეი კირიენკომ ყვავილები შეამკეს სოფელ ტამიშში ომში დაღუპულთა მემორიალი. ბრძოლა აფხაზ სეპარატისტებსა და საქართველოს შორის აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის 2-9 ივლისს გაიმართა. ივლისის ოპერაციის შედეგად სეპარატისტებმა ვერ მოახერხეს სოხუმის აღება, თუმცა მათ ხელში აღმოჩნდა სტრატეგიული სიმაღლეები გუმისთის ფრონტზე: სოფელი ახალშენი, კამანი და შრომა. 27 ივლისს დაიდო საზავო ხელშეკრულება სოჭში, რომლითაც დროებით შეწყდა საბრძოლო მოქმედებები, სექტემბერში სოხუმზე მიტანილ კიდევ ერთ შეტევამდე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)