|
2015-03-24 12:28:38, 493 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს 31 მარტთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს, 31 მარტის სხდომასთან დაკავშირებით, სადაც გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარსდგეს, ოფიციალური წერილით მიმართა. პრეზიდეტის ადმინისტრაციის ძირითადი მოთხოვნაა, 31 მარტს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სხდომაზე მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და იმ ინსტიტუტების წარმომადგენლები უნდა იყვნენ წარმოდგენილები, რომლებიც ტრადიციულად, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ესწრებოდნენ. აღნიშნული მოთხოვნა გუშინ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემაც გააჟღერა. „ამ მოხსენების განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა დაესწროს აღმასრულებელი და სასამართო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის და იმ ინსტიტუციების წარმომადგენლები, რომლებიც ტრადიციულად პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ესწრებოდნენ. ეს განპირობებულია თავად მოხსენების მნიშვნელობით, ასევე ინსტიტუციური თანამშრომლობისა და ხელისუფლების ერთიანობის ფუძემდებლური პრინციპებით. ჩვენ გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, რათა მათ უზრუნველყონ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების , ასევე დიპლომატიური კორპუსისა და სხვა ინსტირუტიციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსნებაზე დასასწრებად“, - აღნიშნა კვერენჩხილაძემ. კვერენჩხილაძის განცხადებას გუშნვე პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა,პარლამენტმა მთავრობას პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრება რომ დაავალოს, ამას რეგლამენტი არ ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)