04:15 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 11:29:45, 764 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის დედაქალაქში გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დღეს გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაში მონაწილე მაღალი დონის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად, თურქმენეთის დამოუკიდებლობის მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც მდგრადი ტრანსპორტის პირველი გლობალური კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება გაეროს გენმდივანმა ბან კი-მუნმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გახსნეს.

„საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის კონფერენციებში მონაწილეობა, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც დამაკავშირებელს ევროპასა და აზიას შორის.

ამ თვალსაზრისით, არაერთი საინტერესო სატრანსპორტო პროექტი იგეგმება, რომლებშიც საქართველო არის პირდაპირ ჩაბმული; ეს შეეხება ავღანეთთან მომავალ პროექტს Lapis Lazuli, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, ახალ „აბრეშუმის გზას" და ამ მიმართულებით ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ყოველთვის ხაზი უნდა გესვას.

საქართველოს დელეგაცია განაგრძობს კონფერენციაში მონაწილეობას. ამავდროულად, დღეს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ავღანეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

თურქმენეთში გაეროს ეგიდით მიმდინარე უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობას 80-ზე მეტი დელეგაციის წარმომადგენელი, მათ შორის ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერიც იღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics