22:19 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 20:14:55, 960 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: დეპუტატ გიორგი გახარიას პარლამენტიდან მთავრობაში გადანაცვლებაა მოსალოდნელი

დეპუტატ გიორგი გახარიას პარლამენტიდან მთავრობაში გადანაცვლებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს თქმით, მთავრობის შემადგენოლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება.

„გიორგი გახარიაზე იყო საუბარი და მისი პარლამენტიდან მთავრობაში გადანაცვლებაც არის მოსალოდნელი. სამთავრობო ცვლილებები ნაწილობრივ დაანონსებულია. ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. ის რამდენიმე დღეში დაასახელებს განახლებულ გუნდს. ეს მოხდება უახლოეს დღეებში და ამის შემდეგ მოხდება ნდობის გამოცხადების საკითხი“,- განაცხად ირაკლი კობახიძემ.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შეცვლის, რომელიც თავის მხრივ ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics