17:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 11:43:23, 697 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი პეტრიაშვილი ზვარეში მყოფ პროფკავშირის წევრებს კონფლიქტისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სოფელ ზვარეში მყოფ პროფკავშირის წევრებს მოუწოდებს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ კონფლიქტისგან.

 „მე მესმის, რომ რთული მდგომარეობაა, რომ ამ კრიმინალ დამსაქმებლების მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა იყოს დასჯილი, უნდა იყოს ადეკვატური სასჯელი, ამის მოლოდინში ვართ და ბუნებრივია მუშაობა არ განიხილება მანამ, სანამ ეს კრიმინალები არ დაისჯებიან. მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს რაღაც ფობიებში. საქართველოს არ სჭირდება კონფლიქტი, მით უმეტეს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიასთან“,- განაცხადა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. პროფკავშირების ინფორმაციით, შემთხვევა 2 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, გუშინ, ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics