17:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 15:31:21, 1238 ნახვა

საზოგადოება
საზღვაო აკადემიის 2017 წლის ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ცვლილებაა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ცვლილებაა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აკადემიიდან აცნობეს.

კერძოდ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე „საზღვაო ნავიგაცია“ (იგივე გემთწამყვანი სპეციალობა) ჩარიცხვის მსურველმა აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ოთხი გამოცდა:

1.ქართული ენა და ლიტერატურა;
2. ზოგადი უნარები;
3. ინგლისური ენა;
4. მათემატიკა ან/და გეოგრაფია

▶ როგორც მოგეხსენებათ, წინა წლებში აბიტურიენტს ქონდა უცხო ენის არჩევის შესაძლებლობა (ან ინგლისური ენა, ან რუსული ენა, ან გერმანული ენა, ან ფრანგული ენა).

▶ ზემოთ აღნიშნული ცვლილების გამო, 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საზღვაოსნო მეცნიერებათა ბაკალავრის (საზღვაო ნავიგაცია) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა უცხო ენის გამოცდაზე უნდა ჩააბაროს გამოცდა მხოლოდ ინგლისურ ენაში.

▶ ყველა სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ენათა არჩევითი ბლოკი ძალაში რჩება. რაც გულისხმობს, რომ აბიტურიენტი ირჩევს ოთხი ენიდან (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა) ერთ-ერთს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics