12:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 21:57:44, 771 ნახვა

საზოგადოება
ცესკო: გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს რომელიმე წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა, არ შეესაბამება სინამდვილეს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს რომელიმე წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა, არ შეესაბამება სინამდვილეს, - ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ცესკო-ს სხვა წევრებს, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის გარდა, არ გააჩნიათ შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერის უფლებამოსილება.

"საქართველოს  ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება  კანონიერ ძალაში შესული საოლქო  და საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, ცესკოს სხდომაზე, კენჭისყრის გარეშე. კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა სავალდებულოა მხოლოდ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმებზე. რაც შეეხება ცესკოს შემაჯამებელ ოქმებს, მას საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ხელს აწერენ მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი და არა ცესკოს  სხვა წევრები. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს რომელიმე წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ცესკოს სხვა წევრებს, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის გარდა, არ გააჩნიათ შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერის უფლებამოსილება. ცესკოს 24 ოქტომბრის სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმები, რომლებსაც ხელი მოაწერა კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა. პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულმა ცესკოს სამმა წევრმა კი დააფიქსირა განსხვავებული აზრი შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, აისახა სხდომის ოქმში. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები საჯაროა და ხელმისაწვდომია ცესკოს ვებ-გვერდზე", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics