|
2015-03-17 10:41:37, 549 ნახვა
საზოგადოება
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჯანმრთელობის გაკვეთილები განაახლა
აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტები დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ ცენტრიდან აცნობეს, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში, აჭარის სკოლებში ისევ გრძელდება შეხვედრა–საუბრები VIII – XII კლასების მოსწავლეებთან. ჯანმრთელობის გაკვეთილების თემა ,,მავნე ჩვევებია“. ამჯერად შეხვედრა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში შედგა. შეხვედრის მიზანი კომპეტენტური ინფორმაციის ფლობაა თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობის შესახებ; ასევე მოზარდთა დარწმუნება, რომ ყოველთვის არსებობს მავნე ჩვევაზე უარის თქმის იმაზე უკეთესი მიზეზი, ვიდრე დაწყებისა. ცნობისთვის, გასულ წელს, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში აჭარის სკოლებში 7000–ზე მეტი მოსწავლისათვის 337 შეხვედრა ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)