|
2015-03-16 15:18:01, 777 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრომ ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და სკოლების ინსპქეტირება დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სამეგრელოში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის” მოწყობილ ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეთა დასწრების ფაქტთან დაკავშირებით, ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და სკოლების ინსპქეტირება დაიწყო. ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სამეგრელოში სკოლის მოსწავლეთა დასწრებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის” მოწყობილ ფილმის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის N290, N291 და N292 ბრძანებების თანახმად, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპქეტირება“,-აღნიშნულია განცხადებაში. სამინისტრო მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა. როგორც უწყებაში აცხადებენ, სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და მის დაქვემდებარებაში შემავალი ყველა საჯარო უწყებისთვის სკოლის პოლიტიზაციის ნებისმიერი გამოვლინება, პრინციპულად მიუღებელია. სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბავშვებისა და მოზარდების დაშვებას მათთვის შეუფერებელ, მძიმე შინაარსის ინფორმაციასთან. „შესაბამისად, როგორც მასწავლებელი, ასევე დირექტორი, სკოლის ადმინისტრაცია და რესურსცენტრი ვალდებულია დაიცვას ბავშვის უფლებები, სკოლის შინაგანაწესი და კანონი, რომლის დარღვევაც არავის ეპატიება“,-ნათქვამია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს იმის დასადგენად თუ როგორ მოხვდნენ ბავშვები ფილმის ჩვენებაზე და თუ დადასტურდა, რომ ამ პროცესში რაიმე ფორმით უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, უმოკლეს დროში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)