|
2015-03-16 11:40:27, 750 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: „თავისუფალი საქართველოს“ წევრის სექსისტური განცხადებით შეშფოთებული ვარ
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ სექსისტურ გამონათქვამებთან დაკავშირებით შეშფოტებას გამოთქვამს. როგორც ნანუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას სექსისტური ხასიათის განცხადება, შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის. “შეშფოთებას გამოვთქვამ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას მიერ მედიასაშუალებებისადმი მიცემული ინტერვიუს დროს ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი და სექსისტური გამონათქვამების გამო, რომელიც მიმდინარე წლის 14 მარტს, რეგიონული საინფორმაციო სააგენტოს Topnews.com.ge მეშვეობით გავრცელდა. მოვუწოდებ პარტიის ხელმძღვანელს ქვეყანაში არსებული გენდერული უთანასწორობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში განხილულ იქნას იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი მის მიერ მედიასაშუალებებთან გაჟღერებული არაეთიკური, შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამის გამო. ასევე, მოვუწოდებ გაატაროს ქმედითი ღონისძიებები პოლიტიკური პარტიის ყველა წარმომადგენლის ინფორმირებისათვის ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით”, - ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში. “ექსპრესნიუსი” გოგი წულაიას განცხადებას, რომელიც რეგიონალურ მედიაში გავრცელდა უცვლელად გთავაზობთ:
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)