|
2015-03-15 16:36:08, 840 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: ქართველ ადამიანს დაღლის უფლება არ აქვს
„ქართველ ადამიანს დაღლის უფლება არ აქვს, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა მრევლთან ჯვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჯვარცმა ადამიანის ერთ–ერთი დამამძიმებელი სასჯელი იყო. როცა იესო ჯვარზე გააკრეს, ჯვარი ღვთის ძალა გახდა, ეს ღვთის ძალა კი, საქართველოს უკვე 20 საუკუნეა იცავს. ძალიან ხშირად გვესმის ჩვენ ხალხისგან, რომ ადამიანს ღმერთმა ძალიან მძიმე ჯვარი მისცა. ღმერთი აძლევს ჯვარს იმის მიხედვით, რამდენსაც შეძლებს ადამიანი, რომ ატაროს. ადამიანმა ჯვარი თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას და ამ შემთხვევაში ის მძიმე აღარ იქნება. ჯვარი არსებობს სხვადასხვა, არის ოჯახის, პიროვნების ჯვარი ან სამსახურში აქვს ჯვარს რაღაც სიმძიმე“, – აღნიშნა ილია მეორემ. მან ხალხს ბოროტებასთან ბრძოლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქართველმა ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს. „ადამიანი სასოწარკვეთილებაში არასდროს არ უნდა ჩავარდეს. მორწმუნე ადამიანი არ უნდა დაიღალოს. ქართველ ადამიანს დაღლის უფლება არ აქვს. მან ბოროტებას უნდა ებრძოლოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს და ეს მოხდება. ვერავითარი ბოროტი ძალა საქართველოს ვერაფერს ვერ დააკლებს, რადგან უფალი ჩვენს ქვეყანას იცავს. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იყავით მხნედ, ღვთის იმედი გქონდეს და ნუ დაიღლებით. ჩვენ უნდა ვებრძლოთ ჩვენს თავს, ჩვენს ვნებებს, ჩვენს ცოდვებს და ყველაფერი კარგად იქნება“, – ბრძანა პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)