|
2015-03-12 13:18:53, 598 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ღია გეოსივრცითი კონსორციუმის შეხვედრებში მონაწილეობენ
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო სისტემების სპეციალისტები ღია გეოსივრცითი კონსორციუმის - OGC-ის ტექნიკური კომიტეტის შეხვედრებში მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ქალაქ ბარსელონაში დღეს დაიწყო, ტექნიკური ექსპერტების მიერ სხვადასხვა საკითხები იქნება განხილული. სპეციალისტები სტანდარტებისა და დომეინების სამუშაო ჯგუფებში ისეთ თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა სივრცითი მონაცემების ინტერნეტში განთავსება, უსაფრთხოება, მონაცემთა შენახვა, გეოსემანტიკა, INSPIRE დირექტივასთან შესაბამისობა, დაფარულობის სტანდარტების ჰარმონიზაცია, ურბანული დაგეგმარება, ადგილმდებარეობის განსაზღვრის მობილური სერვისები და ა.შ. ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკვე ორი წელია გეოსივრცითი მონაცემების ღია კონსორციუმის წევრია. კონსორციუმის მიზანი გეოინფორმაციული სერვისების კუთხით საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაა. იგი 400–ზე მეტ ორგანიზაციას, კომპანიას, სახელმწიფო სააგენტოსა თუ უნივერსიტეტს აერთიანებს. თითოეული მათგანი გეოგრაფიული ინფორმაციული მონაცემების დამუშავების სტანდარტებისა და მოთხოვნების შემუშავების კუთხით საქმიანობს. აღნიშნული სტანდარტები და მოთხოვნები ხელს უწყობს სხვადასხვა გეოინფორმაციული სისტემების, მობილური კავშირებისა და ლოკალიზებული მომსახურების (LBS) ერთმანეთთან თავსებადობას, აგრეთვე, ინფორმაციული ტექნოლოგიების გავრცელებას და ეხმარება სისტემებისა თუ პროგრამების შემქმნელებს, მომხმარებლისთვის კომპლექსური გეოსივრცითი ინფორმაციისა და მომსახურების წვდომის უზრუნველყოფაში. ღია გეოსივრცითი კონსორციუმის ტექნიკური კომიტეტის შეხვედრები 13 მარტს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)