17:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-11 17:53:59, 1232 ნახვა

პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანმა სათბურები დაათვალიერა

"ქართული ოცნების" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა გეგუთისა და პატრიგეთის თემებში სოფლის მეურნეობის სათბურები დაათვალიერა.

კანდიდატს სათბურები ტარიელ გიგიაძემ და მამია ჩხობაძემ დაათვალიერებინა.

ორივე მათგანს წლიდან წლამდე სხვადასხვა სახის ბოსტნეული მოყვათ და როგორც ადგილზე ისე, საზღვრებს მიღმა ჰყიდიან.

"გიგიაძისა და ჩხობაძის ოჯახური ბიზნესი არის საუკეთესო მაგალითი შეღავათიანი აგროკრედიტის ეფექტური გამოყენებისა. ჩვენ გპირდებით, რომ კვლავ გავაგრძელებთ კონკრეტული ინიციატივებისა და პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც დაგვეხმარება სოფლის პროდუქციის წარმოების გაზრდასა და გასაღების ბაზრის უზრუნველყოფაში" - ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

ასევე ცოტნე ზურაბიანის თქმით, იგეგმება წყალტუბოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრაზე კანდიდატი ყურადღებას ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ბლოკზე გაამახვილებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics