17:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 17:39:32, 708 ნახვა

პოლიტიკა
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა იყო„

გუშინ დასრულდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში, რაც თავად გენერალური მდივნის მიერ შეფასდა, როგორც საქართველოში მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო  ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ორგანიზებაში. 

„უკლებლივ ყველა სტუმარმა და უპირველეს ყოვლისა ბატონმა იენს სტოლტენბერგმა, გააკეთეს მხარდამჭერი განცხადებები და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. ამასთან, მნიშვნელოვანია ის პრაქტიკული მხარდაჭერა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და სტაბილურობის შექმნის გზით ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას,"–განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics