12:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 21:27:26, 705 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივანი: რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს, თუმცა სხვა სახის თანამშრომლობა - არა

რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს, თუმცა სხვა სახის თანამშრომლობა - არა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საერთაშორისო კონფერენციაზე ”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” განაცხადა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგს გააგრძელებს, მაგრამ სხვა მიმართულებით არ ითანამშრომლებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ კომუნიკაციის შენარჩუნება.

”2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ნატომ გადაწყვიტა, რუსეთთან თანამშრომლობა შეეჩერებინა. ეს გადაწყვეტილება კვლავაც ძალაშია. რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს, თუმცა სხვა სახის თანამშრომლობა - არა. ჩვენ ასეთ პოლიტიკურ დიალოგს გავაგრძელებთ, მაგრამ სხვა მიმართულებით არ ვთანამშრომლობთ. მნიშვნელოვანია ამ კომუნიკაციის შენარჩუნება”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics