12:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 18:13:12, 728 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრ ვერშბოუ: ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მხრიდან არასწორი გზავნილები მოდის

„ზოგიერთის შეფასებით, დიდი დრო დასჭირდა ნატოში გაწევრინებას, თუმცა ეს შეფასებები იმის ბრალია, რომ არასწორი გზავნილები მოდის სხვადასხვა მხრიდან“, - ამის შესახებ ნატოს  გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა.

ვერშბოუს განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს და ევროკავშირის შესახებ მესიჯები საზოგადოებამდე სწორად იყოს მიტანილი.

„ძალიან ბევრმა არ იცის თუ რას აკეთებს ნატო. ეს არ არის მარტო  სამხედრო ალიანსი. ძალიან ბერვ ქართველს აქვს ჩამოყალიბებული აზრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.  ნატოს ახსნა ასე რთულია,  დარწმუნებული ვარ, რომ საინფორმციო ცენტრი კარგად გაუძღვება თავის საქმეს და გაზრდის ინფორმაციის მიწოდების დონეს.  ჩვენ პირდაპირ დახმარებას გავუწევთ ამ ცენტრს. პრემიერმა დღეს გვითხრა, რომ ეს ცენტრი იქნება მნიშვნელოვანი ადგილი ბროფინგებისთვის და არაფორმალური შეხვედრებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ არაჩვეულებრივი ცენტრის გახსნას“,- განაცხადა ვერშბოუმ.

ამასთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, დიდი პატივია აღნიშნული ცენტრის გახსნა. 

"საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს და ევროკავშირის შესახებ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა მოსახლეობის ინფორმირებისთვის",-დასძინა ბაქრაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics