|
2015-03-11 14:24:24, 557 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის რეაბილიტაცია იწყება. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნოებს, შენობის A კორპუსის სრულ რეაბილიტაციას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) ჩაატარებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძეს, თუქეთის გენერალურ კონსულ იასინ თემისქანსა და TIKA-ს თბილის ოფისის კოორდინატორ მუსტაფა ქორქმაზს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის განხორციელების ვადები განიხილეს. „შეთანხმების თანახმად საავადმყოფოს A კორპუსის შენობის რეაბილიტაცია 2015 წლის აპრილში დაიწყება და ერთ წელს გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში შენარჩუნდება უწყვეტი სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ. მუსტაფა ქორქმაზის განმარტებით, კლინიკას რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდება. ცნობისთვის, შპს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის რეაბილიტაციის საკითხზე აჭარის მთავრობასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს შორის საბოლოო შეთანხმება 2015 წლის იანვარში არჩილ ხაბაძისა და ნუგზარ სურმანიძის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)