13:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 11:49:57, 741 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ქედაში სტიქიისგან დაზიანებული ხიდები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედაში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდებისა და ერთ-ერთი საკალმახე მეურნეობის მდგომარეობას გაეცნო. 

დიდი ზარალი მიადგა მდინარე აკავრეთაზე მოწყობილ სათევზე მეურნეობას, რომელიც მთლიანად დაფარა მოვარდნილმა ნიაღვარმა. მეურნეობაში განადგურდა მთელ პერიმეტრზე არსებული ინფრასტრუქტურა. მათ შორის, საკალმახე მეურნეობასთან და რესტორან ,,დავითთან" მისასვლელი ხიდი. 

მოვარდნილმა მდინარემ წაიღო ორი სოფლის - კუჭულასა და მეძიბნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. 

მთავრობის თავმჯდომარეს არსებული ვითარება მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ და რესტორნისა და სათევზე მეურნეობის მეპატრონემ, ნუგზარ გოგიტიძემ, პირადად გააცნეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics