|
2015-03-05 16:18:10, 621 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსმა“ გაერო-ს წარმომადგენლობის წინ მორიგი აქცია გამართა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ დღეს მორიგი აქცია საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის წინ, მრგვალ ბაღში გამართა. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, მსგავსი ტიპის შეკრებების მიზანია საერთაშორისო პარტიორებისათვის ქართველი ხალხის მთავარი სათქმელის მიწოდება, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ქვეყანაში პოლიტიკურ ტერორსა და რესპრესიებს ჰქონდა ადგილი. „ქართველი ხალხი შეურაცხყოფილია სენატორ მაკკეინის, კონგრესმენ ტერნერის და ევროდეპუტატ ბროკის მიმართვებით, რომლებმაც ინტერპოლს სთხოვეს - არ გამოცხადდეს ძებნა მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ ვიყავით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც ევალება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინფორმირება და რატომღაც, არ თუ ვერ აკეთებს ამას. ჩვენ ვიყავით ნატო-ს სამოკავშირეო ოფისთან, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და დღეს მივედით საქართველოში გაეროს ოფისის წინ, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი. მაკკეინისა და ტერნერის მსგავსი მიმართვები იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია, ეს ხომ ტყუილია? სააკაშვილს 4 ბრალი აქვს წაყენებული და, დარწმუნებული ვარ, სხვა საქმეებზეც დაუმძიმდება ბრალი. სააკაშვილზე ძებნაც უნდა გამოცხადდეს და სასამართლოს წინაშეც უნდა წასდგეს. დემოკრატია არ ნიშნავს დამნაშავეების ღია მფარველობას. ქართველი ხალხი იცავს დემოკრატიას მის ქვეყანაში და ეს აბსოლუტურად სწორად ესმით ნატოშიც, გაეროშიც და ევროკავშირშიც“,- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშილმა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ე.წ. ლოკალური აქციების ციკლი დასრულდა. პარტიის ხელმძღვანელობა უახლოეს ხანში შეხვედრებს ბრიუსელში გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)