09:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 17:57:02, 685 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი უახლოეს მომავალში გიორგი პაპუაშვილს შეხვდება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ ესაუბრა გიორგი პაპუაშვილს და ვითარებას გაეცნო.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე,შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლო. ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი.შესაბამისად, გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ყველა იმ განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენას და მასზე ზემოქმედებას შეეხება.პრეზიდენტმა საკონსიტიუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შესთავაზა დახმარება - არის თუ არა, მყისიერი ჩარევა საჭირო ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.რაზეც თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამის საჭიროება დღეს არ არის.

ისინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვდებიან და განცხადების დეტალებთან და საქმეებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება",  - განაცხადა საპარლამენტო მდივანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics