|
2026-06-26 08:59:08, 2681 ნახვა
მსოფლიო
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ჯანდაცვის მინისტრის, კარლოს ალვარადოს თქმით, ვენესუელაში მიწისძვრების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება. „დღეს საღამოს 7 საათის მონაცემებით, ჩვენ უკვე ვუმკურნალეთ 4300-ზე მეტ დაზარალებულს. სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 235 პაციენტი, რომლებიც ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში მისვლისას ან უსიცოცხლოდ დარჩნენ, ან გარდაცვლილები“, - განაცხადა ალვარადომ ვენესუელის ტელევიზიით. მინისტრის თქმით, დაზარალებულთა უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა „არსებობს საშუალო და მძიმე შემთხვევებიც, რომელთაგან ბევრს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა“. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა და 1520 დაშავდა. 7.2, 7.5 და 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრები ვენესუელაში ოთხშაბათ საღამოს და ხუთშაბათს დილით ადგილობრივი დროით მოხდა. ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ლა გუაირას შტატი დაზარალდა და კატასტროფის ზონად გამოცხადდა. ხელისუფლება სამაშველო ოპერაციებს ახორციელებს და ზარალის შეფასებას იწყებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)