|
2015-03-04 14:30:34, 475 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: როდესაც ჩამორთმეული ქონება არ არსებობს, სახელმწიფოს მის ჩასანაცვლებლად სხვა მექანიზმები აქვს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში უწყებას ქონებები საპრივატიზაციოდ არ გაუტანია. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს, „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა, თუ კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტები დადგინდება, ქონება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. ამასთან, მინისტრის თქმით, იმ შემთვევაში თუ, ჩამორთმეული ქონება არ არსებობს, სახელმწიფოს მის ჩასანაცვლებლად სხვა მექანიზმები აქვს. ესენია: ობლიგაციები და სხვა ქონებით ჩანაცვლება. „პროკურატურამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა. მოხდა ამ ყველა საქმის სისტემატიზაცია და დახარისხება. ჩვენ სამინისტროსთან ერთად მოხდა წინასწარი სურათის შეფასება, თუ რა გვაქვს ქონების წართმევის შემთხვევებში, იქ სადაც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იყო გარკვეული ეჭვები ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. ამ 2 წლის განმავლობაში არ შევხებივართ ქონებას და არ გაგვიტანია საპრივატიზაციოდ. იმ შემთხვევებში სადაც დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტებს, რა თქმა უნდა მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს გადადგავს და ქონება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. იმ შემთხვევებში, სადაც ჩამორთმეული ქონება არ არსებობს, სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა მექანიზმები, ეს არის სხვა ქონების ჩანაცვლების მექანიზმი, ობლიგაციების მექანიზმი და სხვა. მაგრამ, ის, რომ ამ მიმართულებით სამართლიანობა უნდა იქნას აღდგენილი, კითხვები არ არსებობს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)