|
2015-03-04 12:39:46, 493 ნახვა
პოლიტიკა
მღებრიშვილის ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში დაახლოებით, 11 ციხის დირექტორი შეიცვალა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში დაახლოებით, 11 ციხის დირექტორი შეიცვალა. მისივე განმარტებით, აქედან ნაწილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამასთან, მღებრიშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში ევროპულ მოდელზე გადაეწყობიან და ის ადამიანები, რომლებიც სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ გაუძლებენ, თანამდებობებს დატოვებენ. „დაახლოებით 11 დაწესებულების დირექტორი შეიცვალა. ზოგმა თავისი განცხადებით დატოვა თანამდებობა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგი მიდის, ზოგი მოდის. რეფორმის ფარგლებში ჩვენ გადავეწყობით ევროპულ მოდელზე და ვინც, ასე ვთქვათ, გაუძლებს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს წინაშე დგას, ის დარჩება ჩვენთან. ვინც არადა, პრობლემა არ არის წავა“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. მან ასევე კომენტარი გააკეთა „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მღებრიშვილის თქმით, ეს საკითხი განხილვის პროცესშია და სწორედ განხილვის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, სად შეიძლება დაიზოგოს თანხა. „ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ამ თემაზე მუშაობა მიდის“,-განმარტა გიორგი მღებრიშვილმა. აღნიშნული განცხადება გიორგი მღებრიშვილმა თბილისის პრობაციის ბიუროს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობის გახსნის შემდეგ გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)