19:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 15:12:33, 666 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ”იმაზე მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე სათქმელია”, რითაც სახელმწიფოს აზიანებენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ზღვარგადასულ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები „ზღვარგადასულია“.

„საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინა არის საქართველოს   სტრატეგიული პარტნიორი და ამ მეგობრული ურთიერთობიდან, ასევე დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე, ის ამ დრომდე თავს არიდებდა უკრაინის მაღალჩინოსნის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სახელმწიფოზე თავდამსხმელი განცხადებების კომენტირებას, თუმცა პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკურ ტაქტსაც აქვს ზღვარი.

მაშინ, როცა ქართველი ჯარისკაცები ტერორიზმს ებრძვიან, არამხოლიდ სიტყვებით, არამედ საქმით, მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში, ანტიტერორისტულ ოპერაციებში, საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წევრები დაკავებულები არიან ერთმანეთისკენ თითის გაშვერით და უსაგნო ბრალდებებით. მათ ავიწყდებათ, რომ ქვეყნის წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა და საკუთარ პილიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნვაში ლაპარაკობენ იმაზე მეტს, ვიდრე სათქმელია. ამით პირველ რიგში ზიანს აყენებენ სახელმწიფოებრიობას”, - აღნიშნა  ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics