19:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 18:30:13, 774 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, არ არსებობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს, მიაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული პოლიტიკოსი ვერ იქნება.

ამის შესახებ მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა:

"მე ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ მოღვწეობაზე მაღალი აზრის არასდროს ვყოფილვარ. მას ნებისმიერ დროს შეუძლია პოლიტიკაში დაბრუნდეს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკური ფიგურა არ არსებობს", - განაცხადა "ექსპრენიუსთან" საუბრისას გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვერაზე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, „ღარიბაშვილის ფასი შეუფასებელია“.

„მას ძალიან დიდი რესურსი აქვს და ნებისმიერ დროს კარებს შეაღებს, მაშინ როცა მოუნდება. ეს არის ბედნიერება, როდესაც ასეთი წარსული გვაქვს. რა თქმა უნდა ღარიბაშვილის ფასი შეუფასებელია და ძალიან კარგია“, - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics