18:18 - 23 Jun, 2026
|
2016-05-26 17:06:10, 1144 ნახვა
საზოგადოება
ქანდაკება ქართული ჩოხით - ბრიუსელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ორიგინალურად ულოცავს
ბელგიის დედაქალაქში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ორიგინალურად მიულოცეს. ბრიუსელის სიმბოლო - ბიჭუნას მინაიტურული ქანდაკება დღეს ქართულ ჩოხაში იყო შემოსილი. ფაქტის ამსახველი მასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ქეთი ქარდავამ გაავრცელა. ქართულ ჩოხაში ჩაცმულ ბიჭუნასთან ბელგიის მოქალაქეები და ბრიუსელის ვიზიტორები მიდიოდნენ და ფოტოებს უღებდნენ. ამ ფორმით აღინიშნა ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი. ცნობისთვის, ბიჭუნა ბრიუსელის სიმბოლოდ არის აღიარებული, მას სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულ დღესასწაულებზე სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ სამოსს აცმევენ და ამ ფორმით ულოცავს ბელგია მეგობარ ქვეყნებს ეროვნულ დღესასწაულს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)