|
2016-05-26 13:28:54, 604 ნახვა
საზოგადოება
სინოდის სხდომაზე, ხურჩაში მომხდარი ტრაგედია და კორცხელის ინციდენტიც განიხილეს
საქართველოს წმინდა სინოდი სხდომაზე 19 მაისს სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. წმინდა სინოდი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ლოცულობს მისი სულისთვის. წმინდა წინოდის წევრები სხდომაზე ასევე გამოეხმაურნენ სამეგრელოში, სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენს. „სინოდის სხდომაზე ასევე აღინიშნა ორი სამწუხარო შემთხვევა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. ეს არის აფხაზეთიდან დევნილი გალის რაიონის მკვიდრის გიორგი ოთხოზორიას საზარელი მკვლელობის ფაქტი სოფელ ხურჩაში. წმინდა სინოდი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ლოცულობს მისი სულისათვის. ასევე მწუხარება გამოითქვა სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ. წმინდა სინოდი მოუწუდებს ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალას ურთიერთპატივისცემისა და სიმშვიდისაკენ“,-აღნიშნულია წმინდა სინოდის ოქმში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)