|
2015-02-25 11:09:47, 656 ნახვა
საზოგადოება
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს
არასამთავრობო ორგანიოზაციები „სამართლის თაობა“, „თავისუფალი ზონა“ და „აპრიორი“ სასტუმრო „თბილისი მარიოტთან“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციას მართავენ. ამ წუთებში „თბილისი მარიოტში“ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისა და ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ესწრებიან. „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ მოვითხოვოთ დაუყონებლივ გადადგეს უნიათო არაოპროფესიონალი და კორუმპირებული პირებით დაკომპლექტებული მთავრობა, რომლებმაც ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა დიდ ეკონომიკურ სოციალურ კრიზისში შეიყვანეს, ეს არის მთავრობა, რომელიც არ ასრულებს საკუთარ დანაპირებს, ეს მთავრობა საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ აურჩევია, ამიტომ უნიათიო მთავრობა უნდა გადადგეს“, - განაცხადა „სამართლიანი თაობის“ წევრმა გირშელ ბართაიამ. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები წარწერით: "ხადურ წადი!", "გადადგეს უუნარო მთავრობა" და სხვა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)